გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ლულუ კახიანის რუბრიკა „მოზარდებისთვის“ ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია სტუმრობდა. გადაცემაში თიკამ თინეიჯერობის პერიოდი გაიხსენა.
„ვმუშაობდი, ჩემი ერთ-ერთი შემოსავლის წყარო მოდელობა იყო, ასევე, სასიმღერო კარიერა, ძალიან სავსე იყო ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება..
ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო, რადგან სასიმღერო თუ სამოდელო კარიერა მთლად პრესტიჟული არ იყო, ვფიქრობ, ჩვენ, იმ თაობის ადამიანებმა ძალიან შევცვალეთ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება..
17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, ჩემთან სხვანაირად დალაგდა თინეიჯერობაში შექმნილი ოჯახი, ვერ ვიწუწუნებ.. ასევე, თინეიჯერი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი, მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა, როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს.
არ მქონია მომენტი, რომ აი, გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით, თავიდანვე ძალიან მეოჯახე ვიყავი და ეს საკითხიც უმტკივნეულოდ გავიარე..
?? როგორი იყო თიკა ფაცაციას მოზარდობის პერიოდი და რა რჩევას მისცემს ის თინეიჯერების მშობლებს?
?? როგორი იყო თიკა ფაცაციას მოზარდობის პერიოდი და რა რჩევას მისცემს ის თინეიჯერების მშობლებს?
? თიკა ფაცაცია ლულუ კახიანის რუბრიკაში “მოზარდებისთვის”
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 27 ივნისი, 2023
კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით, ჩემმა ქმარმა ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი, ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო“, – თქვა თიკა ფაცაციამ.
