მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ზაფხულის შესახებ საინტერესო ჩანახატს გვიზიარებს.
„ახლა სოფლებში ის დრო დგებოდა, როცა ბიჭებს გოგოები გვიყვარდებოდა. უფრო მეტად ჩამოსული გოგოები – იმაზე დიდი ქალაქებიდან, ვიდრე, მაგალითად, ოზურგეთი იყო. გოგოებსაც უყვარდებოდათ ბიჭები, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ხმამაღლა არ ამბობდნენ გოგოები. ჩვენ კი გვიყვარდა ამ უცნაური, ვადიანი სიყვარულით გაზაფხულის ბოლოდან ვიდრე 30 აგვისტომდე.
ამ სიყვარულის არსს ვერავინ გაიგებს, თუ ვთქვათ 1995 წლის 14 ივლისს, საღამოს შვიდზე, ტუნგოების ბირჟაზე არ მისულა იქვე მდგარი სახლიდან, სველი სავარცხლით დავარცხნილი თმით და კისერზე წაკრული ბენდენით, სხვათა შორის გაფანტული მზერით და რაღაც გაურკვეველი სიმღერის ღიღინით. მისულა და ორ წუთში უკან არ წამოსულა”, – წერს გიორგი კეკელიძე.
„ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც..“ – გიორგი კეკელიძე ნუცა ბუზალაძეს
