LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერთი“ და „ევექსი“ თანამშრომლობას აგრძელებენ – მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებზე განსაკუთრებული პირობები ექნებათ

რამდენიმე დღეა, 26 ივნისიდან საზოგადოებამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, ვინც  სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი ხდება, „ლიბერთის“ ნებისმიერ ფილიალში, კუთვნილ სოციალურ ბარათთან ერთად, საჩუქრად  „ევექსის“ 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და „ევექსის“ ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული 3 სახის  სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. „ევექსის“ ამ სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.

თემაზე დეტალურად „ლიბერთის“ ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა დარეჯან მალაღურაძემ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

უფროსი თაობის ადამიანები არიან „ლიბერთის“ საქმიანობის მთავარი სამიზნე სეგმენტი და ამ მიმართულებით წლებია აქტიურად თანამშრომლობთ „ევექსთან“. მოვუყვეთ მსმენელს დეტალები, რას ითვალისწინებს ევექსის და „ლიბერთის“ სოციალური პროექტი?

უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა „ლიბერთის“ პრიორიტეტია და უკვე მრავალი წელია ბანკში წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტები, რომლებიც მორგებულია სოციალური სარგოს მიმღები ადამიანები საჭიროებებზე. „ევექსთან“ 2020 წლის დასაწყისიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშროლობის ფარგლებში სოციალური ბარათის მქონე ყველა ადამიანისთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზება. კერძოდ, 50%-მდე ფასდაკლება ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებებზე. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, მუდმივად ვცდილობთ შევიტანოთ სიახლეები. თანამშრომლობის პირველ წელს ფასდაკლების პირობები ეხებოდათ მხოლოდ სოციალური ბარათით მოსარგებლე პირებს. შემდგომში დაემატა შეთავაზება პედაგოგებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ვისაც სარგო „ლიბერთიში“ ერიცხებათ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ „ევექსის“ და „ლიბერთის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებმა 2 მილიონ ლარამდე ფასდათმობით ისარგებლეს ანუ დაზოგეს. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების აქტივობა და ინტერესი ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ. რაც შეეხება მემორანდუმს, მიმდინარე თვის დასაწყისში „ლიბერთისა“ და „ევექსს“ შორის გავაფორმეთ მემორანდუმი გაუმჯობესებული შეთავაზებებით. კერძოდ, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენისის მიმღები ხდება, „ლიბერთის“ 360-ზე მეტ ფილიალში საქართველოს მასშტაბით, კუთვნილ სოციალურ ბარათთან ერთად საჩუქრად „ევექსის“ 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და წინასწარ შერჩეულ სამი სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს „ევექსის“ ნებისმიერ ფილიალში.

 

როგორ ისარგებლებს სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირი ამ შეთავაზებით?

ვაუჩერი გადაეცემათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 ივნისიდან გახდნენ ან გახდებიან სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები. 150-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება „ევექსის“ 34 კლინიკაშია შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. ვაუჩერის გამოყენების ვადა არის 2 თვე. ვაუჩერის მიღებას მომხმარებელი და სამიზნე ჯგუფი შეძლებს „ლიბერთის“ ფილიალში, როდესაც სოციალურ ბარათს აიღებს. ამ დროს მათ გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს „ევექსის“ კლინიკებში.

სამის სახის მომსახურებაში იგულისხმება ოჯახის ექიმის კონსულტაცია, ერთი ნებისმიერი სპეციალისტის კონსულტაცია და ერთი ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევა „ევექსის“ კლინიკაში. რაც შეეხება დანარჩენ სერვისებს, რომლითაც შეუძლია ნებისმიერი სოციალური ბარათის მფლობელს ისარგებლოს, ეს არის პარალელური პროექტი, ეს არის ამბულატორიული და სტომატოლოგიური მომსახურებები. საკმაოდ მაღალია შეღავათები და საკმაოდ აქტიურად ხდება პროცენტის და შეთავაზების გამოყენება. რაც შეეხება უშუალოდ გამოყენების პირობას, აქ ერთადერთი პირობა არსებობს, გადახდა უნდა განხორციელდეს „ლიბერთის“ სოციალური ბარათით „ლიბერთის“ ტერმინალზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგადად სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების ბარათით გადახდის ქცევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვიმედოვნებთ, რომ ბარათით გადახდას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ სასურველი საჭიროება უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათით მიიღონ.

 

როგორია ბანკის ლოიალობის სტრატეგია და რა გეგმები გაქვთ?

„ლიბერთი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. მომხმარებლების ნაწილი საპენსიო ასაკის ადამიანია და ვიცით, რომ მათზე ზრუნვა „ლიბერთის“ გამოკვეთილი პრიორიტეტია. ლოიალობის სტრატეგიიდან გამომდინარე, სოციალური პროექტების განვითარების ხედვა და მიმართულება, პირველადი საჭიროების კატეგორიის კომპანიების დაინტეგრირება პროექტში ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. პარტნიორობის არაერთი გამოცდილება გვაქვს საქართველოში არსებულ მსხვილ კომპანიებთან, როგორც სურსათის, ისე ფარმაცევტული და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან. დაინტერესება კიდევ მრავალი კომპანიისგან არსებობს და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ და სოციალური ბარათის მომხმარებლები შეძლებენ კიდევ მეტი თანხა დაზოგონ, „ლიბერთის“ ბარათის გამოყენების შემთხვევაში.