LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

„მუც­ლის ტკი­ვი­ლე­ბი მაქ­ვსო მი­თხრა, ვი­ფიქ­რე, ჭია ჰყავ­სთქო და შე­სა­ბა­მის წამ­ლებს ვას­მევ­დი.. ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნე და მი­თხრა, ორ­სუ­ლად არი­სო“ – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა

აღსანიშნავია, რომ გადაკვალიფიცირდა მუხლი, კერძოდ, სსკ-ის 140-ე მუხლიდან სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს