დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ინტუიციური და ემოციური კირჩხიბის, მთვარე კი, ოპტიმისტი და მუდამ პოზიტიურად განწყობილი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კამათი, უმჯობესია ყველა პრობლემა დათმობისა და კომპრომისის მოძიების გზით გადაწყვიტოთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, გამოფენებისა და პრეზენტაციების, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. შეიტანეთ კვების რაციონში ხილი და ბოსტნეული, ასკილის ნაყენი და ჩაი თაფლით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ბრილიანტი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.
