LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულეთ უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის – ხაბეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა” დღეს, 4 ივლისს, 19:00 საათზე კლინიკა „ვივა მედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ მხარდამჭერები და პარტიის წევრები კლინიკასთან 6 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

„გუშინ მე რაც ვნახე, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა, მეორე ოჯახის წევრებს, საკუთარ დედას მასთან შეგნებულად შეაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, ეს ნორმალურია?“ – კობახიძე 

ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გადასცეს ის უკრაინას, ისე როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ მოითხოვა.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას როგორც უკრაინის მოქალაქის.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია.

ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავრსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს.

„სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებთ ამდენი ხანი ამ უბედურებაში? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს..“ – რა თქვა პროცესზე სააკაშვილმა 

შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის”, – თქვა ხაბეიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან