LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.