LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 29 ივლისამდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, გონებამახვილობას და კეთილშობილებას, შემოქმედებით, არტისტულ ნიჭსა და ორგანიზატორულ თვისებებს, მეორეს მხრივ, სიზარმაცეს, უყაირათობას და ეგოიზმს გააძლიერებს.

პარტნიორული ურთიერთობა – გაუფრთხილდით პარტნიორს და მასთან ურთიერთობას, არ ღირს უმიზეზოდ დავა და კამათი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს რისკი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და თაფლით, თუმცა არ ღირს ცივი და გაზიანი სასმლის მიღება. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.