LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მსუბუქი ავტომობილი არხში გადავარდა

ბათუმში, მსუბუქი ავტომანქანა არხში გადავარდა. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ხახულის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბათუმის მერიის დაკვეთით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.