LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოვებისთვის, ის ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას

“ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოვებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე.

უფრო ზუსტად, ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას”, – ნათქვამია განცხადებაში.