LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაიღუპა

რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

“შუადღის სამ საათზე, დონეცკის ოლქის სოფელი დრუჟბა არტილერიით დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოს მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა”, – წერს კირილენკო ტელეგრამზე.

გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაიჭრა.

“კიდევ ერთხელ მივმართავ არასრულწლოვანთა მშობლებს: გამოიყვანეთ ბავშვები საფრთხის ზონიდან! ბავშვები არ უნდა ცხოვრობდნენ ომთან ახლოს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, მათ შორის კანონის წინაშე, მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე”, – განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ.