მომღერალი ბაბი კირკიტაძე 21 ივლისს იუბილარია. ბაბი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
ბაბის სოციალური ქსელის საშუალებით დაბადების დღეს ულოცავს ანრი ჯოხაძეც.
„გილოცავ, ბაბი“, – წერს ანრი და საახალწლო კონცერტზე მასთან ერთად შესრულებულ დუეტის ნაწყვეტს აზიარებს.
ბაბის და ანრის მიერ შესრულებულმა „სიყვარული დაფრინავს“ მომღერლების ფანებმა შეიყვარეს.
მათ დუეტს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა აღნიშნა, რომ საოცარი წყვილია.
ცნობისთვის, 21 ივლისს, ბაბი „ღამის შოუს ბენდთან“ ერთად „სოჰო ბათუმში“ იმღერებს.
ვიდეო: „შეუდარებელი დუეტი“, „ნიჭის ზეიმი“ – ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის შთამბეჭდავი შესრულება
