ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „ფორტუნა” დამატებით დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
