“რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული – უმკაცრესად ვგმობ ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
იენს სტოლტენბერგი, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, უკრაინა-ნატოს საბჭოს იწვევს
