LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა – დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

ტაილანდში, მალაიზიის საზღვართან ქალაქ სუნგაი კოლოკში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია.

ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 115 ადამიანი დაშავდა.

აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი და დააზიანა მიმდებარე შენობები. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.