LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა – პირველადი მონაცემებით 7 ადამიანი დაიღუპა

ტრაგედია თურქეთში, ყარსის პროვინციაში – სამგზავრო ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. პირველადი მონაცემებით, 7 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.