LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მძიმედაა.. მე-15 დღეა, რაც უგონო მდგომარეობაშია – გვჭირდება დახმარება და თქვენი გვერდში დგომის იმედი მაქვს“ – 29 წლის ნიკა გოგიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

29 წლის, ნიკა გოგიძეს, რომელიც უკვე 15 დღეა უგონო მდგომარეობაშია, მკურნალობის გასაგრძელებლად საზოგადოებისგან ფინანსური დახმარება სჭირდება. ნიკუშას ავარიის შედეგად თავის ქალა დაუზიანდა და ჰემატომები აქვს.

„მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და ამ თხოვნით მომართვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემი დეიდაშვილი ნიკუშა ძალიან მძიმედაა. ავარიაში მოყვა, თავის ქალა დაუზიანდა და აქვს ჰემატომები. „ჯერარსის“ კლინიკაში გვიწევს და მე-15 დღეა, რაც უგონო მდგომარეობაშია. ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა უკვე, როცა სისხლი გვჭირდებოდა და ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ახლა ფინანსურად გვჭირდება დახმარება და ისევ თქვენი გვერდში დგომის იმედი მაქვს.

#GE03TB7826145061600008

მიმღები: თორნიკე გოგიძე

P.S. 7 აგვისტოს მაქვს დაბადების დღე და თუ ვინმეს გინდათ რამე მაჩუქოთ ნიკუშას დავეხმაროთ. იმდნად მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი რომ ვერც ვამბობ, რამდენად ძვირფასია ჩემთვის ?♥️ გთხოვთ გააზიარეთ რომ მეტმა ადამიანმა ნახოს 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეგობრებო, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და ამ თხოვნით მომართვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემი დეიდაშვილი ნიკუშა…

Posted by ის ნინია on Monday, 31 July 2023