ფეისბუკჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე „მთავარი არხის“ გადაცემას „როგორ გადავრჩი“ სტუმრობდა, სადაც მარტოხელა დედობაზე ისაუბრა.
„რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული, მირჩევდნენ, რომ გამეკეთებინა აბორტი, ისე უცებ მოგვარდება პრობლემაო, რომ არავინ გაიგებს შენს ორსულობასო და ზედმეტი ტვირთი აღარ გექნება სატარებელიო.
რამდენიმე თვის მერე მეუღლეს შევურიგდი, თუმცა მალევე ისევ გავშორდი. როდესაც ბავშვი გავაჩინე მეუღლესთან გაშორებული ვიყავი.
არ მესმის იმ ხალხის, ვინც დგამს ნაბიჯს, რომ ბავშვი მოიშოროს. მეუღლის გარეშე ბავშვის გაჩენა, დიდი გმირობა არ არის, მართალია რთული იყო.
თამუნა მუსერიძე ბავშვის მოშორებასა და მარტოხელა დედობაზე
? “რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული, მირჩევდნენ, რომ გამეკეთებინა აბორტი, ზედმეტი ტვირთი აღარ გექნება სატარებელიო” | თამუნა მუსერიძე ბავშვის მოშორებასა და მარტოხელა დედობაზე
Posted by როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi on პარასკევი, 28 ივლისი, 2023
დიდი სირთულეები მქონდა თუნდაც ფინანსური კუთხით, რადგან არ ვმუშაობდი,“ – თქვა თამუნა მუსერიძემ.
