ყველა პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი, დღეს ზის ციხეში, ხოლო ადამიანი, რომელმაც ქვა ქვაზე აღარ დატოვა 11 წლის მანძილზე, არის თავისუფლებაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სანქციების დროს რუსული მარშრუტები დაიკეტა და მთელი ეს ყველაფერი უნდა გადმორთულიყო საქართველოსკენ. მაგრამ ამ დროს ხდება სპეციალურად ხელის შეშლა იმისთვის, რომ ეს პროექტები აქ არ განხორციელდეს.
ეს არის დაახლოებით ის, რომ 38 ტრილიონის ეკონომიკა უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. აბრეშუმის გზა, რომელიც თავის დროზე, დავით აღმაშენებელმა წარადგინა და ეს არის ის შესაძლებლობა, რომელსაც წინ ჩაუდგა რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელი „ქართული ოცნება“ და ბოლოს, მინდა ვთქვა ყველა ამ პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი, დღეს ზის ციხეში, ხოლო ადამიანი, რომელმაც ქვა ქვაზე აღარ დატოვა 11 წლის მანძილზე, არის თავისუფლებაზე და უნდა, რომ სააკაშვილი დასაჯოს ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ მას უნდოდა ძლიერი ერთიანი საქართველო.
ჩვენ ამ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ და ანაკლია, ლაზიკა იქნება განვითარების ცენტრი შავ ზღვაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, მცხოვრებ ქართველებსაც ექნებათ არჩევანი ძლიერ საქართველოსთან ერთად თუ რუსულ ჭაობში”, – აცხადებს ვაშაძე.
