LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა ხნის წინ რუსას ახალი სიმღერა ჩავწერე და კიდევ ერთი – ძველი სიმღერის ახალი ვერსიას ჩაწერას ვგეგმავ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად” – ნინი ქარსელაძე

პირველ აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ნინი ქარსელაძე სტუმრობდა, რომელმაც „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად რეგიონებში მოწყობილ გასტროლებზე ისაუბრა.

ჩვეულებრივ, სადაც „ქუჩის ბიჭები“ მართავენ კონცერტს მეც ყოველთვის იქ ვარ. 25 წელია ტრადიცია არსებობს და არც ახლა ვარღვევთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ჩვენი გასტროლების ორგანიზატორს თათა სვანიძეს, რადგან სწორედ მათი ინიციატივით ტარდება ჩვენი კონცერტები რეგიონებში.

სიამოვნებით ვიწვევ ყველას 6 აგვისტოს წყალტუბოში, ცენტრალურ პარკში, სადაც მორიგ კონცერტს გავმართავთ ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად და ყველას სიამოვნებით ვუმასპინძლებთ. 12-13 აგვისტოს კი, ბათუმში რუსა მორჩილაძის საავტორო საღამოებში მივიღებ მონაწილეობას.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რუსას ახალი სიმღერა ჩავწერე და კიდევ ერთი – ძველი სიმღერის ახალი ვერსიას ჩაწერას ვგეგმავ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რუსას ყველა მომღერლის სახელით, რადგან მართლაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ესტრადის განვითარებაში.