სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტომდე ქვეყნის ზოგიერთ რაიონში, ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე:
„აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
