LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ, დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ ეცადეთ ნებისმიერ საქმეში მოიძიოთ ოქროს შუალედი.

თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ ჭკვიანი ადამიანების რჩევები.

არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, აბაზანისა და წყლის პროცედურებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.