LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამი თვის მესაზღვრე… ახალი მესაზღვრე გვყავს“ – ყველაზე პატარა გადარჩენილი სტიქიის ზონიდან

რაჭაში მომხდარ სტიქიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნის ოპერაცია, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

ადგილობრივებმა მდინარე ჭანჭახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

„ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო – გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო“ – ილია მეორე შოვის სტიქიაზე

მაშველებმა ყველაზე პატარა ბავშვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უზრუნველყვეს.

„3 თვის პატარა, ოჯახთან ერთად ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან გამოიყვანა და ღამე სასაზღვრო სექტორზე გაათენეს. ჩვენ მესაზღვრეებმა ძალიან დიდი პატივი გვცეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მესაზღვრეებს, აგვიყვანეს საზღვარზე, პატარა ბავშვებით ვიყავით და აბსოლუტურად სრული ყურადღება მოგვაქციეს. მესაზღვრეებმა ყველას შესთავაზეს და ვისაც სურვილი ჰქონდა ყველა წაიყვანეს – აცხადებს ევაკუირებული მოქალაქე, რომლის კომენტარსაც „პოლიციელი გმირია“-ს Facebook გვერდი ავრცელებს.

 

3 თვის პატარა, ოჯახთან ერთად ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან გამოიყვანა და ღამე სასაზღვრო სექტორზე გაათენესჩვენ მესაზღვრეებმა ძალიან დიდი პატივი გვცეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მესაზღვრეებს, აგვიყვანეს საზღვარზე, პატარა ბავშვებით ვიყავით და აბსოლიტურად სრული ყურადღება მოგვაქციეს. მესაზღვრეებმა ყველას შესთავაზეს და ვისაც სურვილი ჰქონდა ყველა წაიყვანეს – აცხადებს ევაკუირებული მოქალაქეPosted by პოლიციელი გმირია on Friday, August 4, 2023