LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო – გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო“ – ილია მეორე შოვის სტიქიაზე

„მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო“, – სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე რა­ჭა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

„რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.

ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“ ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა.

ილია II“, – აღნისნულია გავრცელებულ განცახდებაში.

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი