LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

„რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას“, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი ქარსელაძე: „ძალიან რთული ვითარებაა, სამუშაოდ ძალიან მძიმე პირობებია, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს კონკრეტული გეგმა“ 

როგორც უწყებაში ამბობენ, უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები გრძელდება:

„ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში.

ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება.

3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

? შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

? რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები…

Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on შაბათი, 05 აგვისტო, 2023

 

მაშველებმა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მე-15 ადამიანი იპოვეს

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში