LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

არ გადადოთ საქმეები, უმჯობესია ყველა მარტივი საქმე დღეს შეასრულოთ.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია ცილისწამების, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.

აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება და აგრესიის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, მსხვილი საყიდლები და კაპიტალის დაბანდება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თირკმელების და კანის სამკურნალოდ, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების და პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. თავი შეიკავეთ ტკბილეულის, მარილიანი საკვების და ხორციანი კერძების მირთმევისგან, მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.