LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში, დერინჯეს პორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

თურქეთში დერინჯეს პორტის ტერიტორიაზე მძლავრი აფეთქება მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება მარცვლეულის საცავში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულია 10 ადამიანი, ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“აფეთქება ერთ-ერთი გემის გადატვირთვის დროს მოხდა. შესაძლებელია მარცვლეულის მტვრის დეტონაციას ჰქონდეს ადგილი”, – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.