LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს… ნათელში იყავი გმირო“ – რას წერენ ონში გარდაცვლილ პოლიციელზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში პოლიციელის გარდაცვალების მიზეზებზე წერენ.

„ადგილობრივის თქმით, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში… როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს… ნათელში იყავი გმირო“,- წერენ სოციალურ ქსელში.

შსს – გამომძიებელი მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა