LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს – ზღვაში კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ზღვაში კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ.

როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.