LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა გააკეთა.

„მე გადავწყვიტე, შემექმნა ოპერატიული სამხედრო დაჯგუფება, რომელთა ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა”,- განაცხადა ბლაშჩაკმა.

მისივე თქმით, სამხედრო დაჯგუფების მიზანია მომზადება და თავდაცვა.

„პოლონეთის არმიის მიერ პოლონეთის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს. ამ სამხედრო სამუშაო ჯგუფის მიზანი არის ვარჯიში და თავდაცვა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გაიგებთ კრემლის პროპაგანდას, რომელიც იტყვის, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვართან. ეს მართალია, მაგრამ პოლონეთის არმია აგრესორის შეკავებას აპირებს. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა“,- აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საერთო ჯამში საზღვარზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება.

12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი – წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ბლაშჩაკმა.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მიერ საკუთარი საზღვრის გამაგრება კრემლის პროპაგანდისტული აპარატით იქნება გამოყენებული.