LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანება მიაყენეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ფეხისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.