LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ თავს ესხმის გადარჩენილებს, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე დაგვიანებულ რეაგირებას” – გიორგი ვაშაძე

„ოცნება“ თავს ესხმის გადარჩენილებს, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე დაგვიანებულ რეაგირებას, – აღნიშნულის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ის ბინძური კამპანია, რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ.

მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე „ქართული ოცნება“ პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა.

ჩემი სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა.
სიმართლე და ძალა თქვენს მხარეს არის და კობახიძეები ვერასდროს მოგერევიან”, – წერს გიორგი ვაშაძე.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე

„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე