LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი, რომ ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, მონაყოლს, რომ რამე ხელმოსაჭიდი ნახონ

ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი, რომ ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ და მობილურ ტელეფონებს, ეკრანს მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს, თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი, და გამოიწვიონ სიძულვილი და, მათ შორის, დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის.

სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიის და დეზინფორმაციისა, რომელსაც პირველივე წუთიდან, როდესაც მაშველები იყვნენ მობილიზებული და ცდილობდნენ, დახმარებოდნენ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყვნენ იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის.

უკვე მე-12 დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად ეს ბუნებრივი სტიქია დაჰბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს და იქნებ რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას.

არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტული სურვილი გქონდეს, ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდევ რაიმენაირად დაამძიმო და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

„ყოველი წამი გადამწყვეტი იყო.. კოტეჯებიდან ადამიანის განწირული ხმა ისმოდა.. ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა“ – ლანა ჯელაძე

ვიდეო: „ვაიმე, დაიღალა საწყალი.. გადმოდი, გადმოდი“ – ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გადმოდის დამეწყრილ ტერიტორიაზე დავით ჯელაძე ზურგზე მოსული ბავშვით

„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე

„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე