LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა დამაძინებდა, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე” – გიორგი ვაშაძე

რა დამაძინებდა, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე, – აღნიშნულის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა დამაძინებდა, ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში, ტანკებს მივიყვანდით და გადავთხრიდით, შევიდოდით იმ ტერიტორიაზე, ღამე დაიძინეს, ხალხი იყო ტალახში ჩაფლობილი, ჩვენებებია თვითმხილველების ხმები ესმოდათ შენობებიდან, წავიდნენ და დაიძინეს, მიატოვეს ხალხი.

ესენი არიან დამნაშავეები, სამაშველო ოპერაციის შეწყვეტა სტიქიის ღამეს, ეს უკვე უზარმაზარი დანაშაულია, ადამიანების ბედის ანაბარა დატოვება. ხომ თქვეს, რომ სამაშველო ვერტმფრენებს იყიდდნენ, ხომ გამოუცხადეს სუპერ პუმებს ბრძოლა, ეს დანაშაული არ არის?

თავისთვის ახალ მანქანებს რომ ყიდულობენ, გეკითხებით, ვერტმფრენი რატომ არ შეიძინეს. ამბროლაურში როგორ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრი არ ჩასულიყო, როგორ დაიძინა. რას ბოდავს შს მინისტრი, რა სისულელეებს საუბრობს, ყველაფერი გვქონდა და არ გამოვიყენეთო.

სამხედრო შეიარაღებაში გვაქვს ამერიკული ვერტმფრენები, რატომ არ გამოიყენეს, ამერიკელების ვერტმფრენები გვიდგას, რაზე ვლაპარაკობთ, ხალხი გაწირეს, შეტევაზე გადავიდნენ გადარჩენილებთან. ესენი არიან გარეწრები, კორუმპირებულები, თაღლითები, მათი ამოცანაა ჯიბის გასქელება, მათთვის საქართველოს მოქალაქე, როგორც ღირებულება არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.

ვიდეო: „ვეძებ და ლამის ხელით ამოვთხარო ყველაფერი, ისე მინდა რომ ვიპოვო“ – მარიტა გუტაშვილი სტიქიის დროს დაკარგული ოჯახის 9 წევრიდან ორს ამ დრომდე ეძებს

„ვერსად დამეტევა მწარე სინანული, მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ“ – მარიტა გუტაშვილმა შოვში დაღუპულ ოჯახის 9 წევრს ლექსი მიუძღვნა

„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს