რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთ საამქროში მუშა დაიღუპა. დაშავებულია საამქროში კიდევ ერთი დასაქმებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქეა. დაშავებული კი საქართველოს მოქალაქე და ის მცირე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
