კარგი დღეა სიახლეებისთვის, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დელიკატურობა, იზრუნეთ და გაანებივრეთ პარტნიორი სასიამოვნო სიურპრიზებით.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის, ცივი, გაზიანი სასმლის და ზედმეტი სითხის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ენდოკრინულ სისტემას, ყელს, თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.
