LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დღეს ჩაქრა შენს თვალებში მოციმციმე სხივი, სიტყვებს არ ძალუძთ აღარაფერი…დედას ძალიან უყვარხარ” – შატილის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

შატილის ტრაგედიის დროს დაღუპული მედეა დევსურაშვილის დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში სამი წლისთავზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„23 აგვისტო…. „ამ დღეს ჩაქრა შენს თვალებში მოციმციმე სხივი, სიტყვებს არ ძალუძთ აღარაფერი”. 3 წელია უკვე გასული? 3 ჯერ მძიმეა ყოველი წუთი…ჩემო მშვენიერო, დედას ძალიან უყვარხარ”, – ვკითხულობთ ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ დღეს შატილის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.

სამი წლის წინ შატილში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

მიკროავტობუსში მჯდარი 22 მგზავრიდან მხოლოდ სამი გადარჩა. მგზავრებს შორის იყვნენ ლიკა სიმონიშვილის შვილები: დები, ხატია და მედეა დევსურაშვილები. სამწუხაროდ მედეა გარდაიცვალა, ხოლო ხატია კი გადარჩა.