LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ილუზიებს, ნეგატიურ ფიქრებს და მოგონებებს.

კარგი დღეა წარსულთან და ძველ ურთიერთობებთან დასამშვიდობებლად.

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მცირეწლოვნებს და მოხუცებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად, სასიყვარულო და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ყურების გახვრეტისა და ტატუს გაკეთებისგან, კარგი დღეა მასაჟისთვის, წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად, ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, იაგუნდი, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.