LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მანქანა მოპედს შეეჯახა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მანქანა მოპედს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.