LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში, თამარაშვილის გამზირზე კლდის მასა ჩამოიშალა

ვაკეში, თამარაშვილის გამზირზე კლდის მასა ჩამოიშალა, – აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიწის მასის და ქვების ჩამოშლამ მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მერიის სამსახურია მობილიზებული.