LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის შემდეგ პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი ოქტომბერში ჩინეთში გეგმავს ვიზიტს და „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ფორუმს დაესწრება.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ეწვიოს, სადაც მისი სპეცსამსახურები სრულიად შეძლებენ მისი უსაფრთხოების გარანტირებას და ჩინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა