LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში ისეთი ძლიერი წვიმა, როგორც 29 აგვისტოს ღამით იყო, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი აღარაა“ – როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე

დღეს თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ამის შესახებ „ფორტუნას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.

„31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში  უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 31 აგვისტოს  თბილისში გვექნება 32 გრადუსი. შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

პირველ სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალ მთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში პირველ სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა 33 გრადუსს მიაღწევს.

2 სექტემბერს  დასავლეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თბილისში ორ სექტემბერს დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა იქნება.

3 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექს ველოდებით. თბილისში ტემპერატურა დღის განმავლობაში 29 გრადუსი იქნება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ.

მისივე განცხადებით, „თბილისში ისეთი ძლიერი წვიმა, როგორც 29 აგვისტოს ღამით იყო, უახლოეს დღეებში მოსალოდნელი აღარაა“.