კიევის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კოლომოისკის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გირაოზე დათანხმების შემთხვევაში მას ნახევარი მილიარდი გრივნას გადახდა მოუწევს.
კოლომოისკის ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენეს. ბიზნესმენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაცვის მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.
ცნობისთვის, დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
