LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულ ქალაქში მძღოლებს გზებზე კატების არსებობის შესახებ აფრთხილებენ

საფრანგეთში, ქალაქ მენესში დაამონტაჟეს საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებს სიჩქარის შემცირებისკენ მოუწოდებენ, რამეთუ გზას შესაძლოა კატა კვეთდეს.

სამკუთხა ნიშანზე გამოსახულია შავი კატა წარწერით – „Chat en Balade”, რაც „მოსეირნე კატას“ აღნიშნავს.

ანალოგიური ნიშნები დააყენეს ცხენებისა და ზღარბებისთვისაც. ქალაქის მერიას სურს, რომ უსაფრთხო გარემო შექმნას ყველა ცხოველისთვის, მიუხედავად იმისა არიან ისინი შინაურები, გარეულები თუ ფერმების ბინადრები.

ახალ საგზაო ნიშნებს საავტორო უფლებით არ შეზღუდავენ, რათა მათი გამოყენება სხვა ქალაქებმაც შეძლონ.