LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა.. საკუთარ სახელმწიფოს და ხალხს ასე დასცინის“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის ფოტოზე

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტურნედან Instagram-ზე ღიმილიანი ფოტო გამოაქვეყნა.

გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე: „ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ“

აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ევროპიდან ღიმილიანი ფოტოების გამოქვეყნება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის დაცინვაზე მეტყველებს“.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებს.

„სალომე ზურაბიშვილმა გაგვაგებინოს, რომელი ქვეყნის კონსტიტუციით მოქმედებს, ან იქნებ, მიუღებელი კონსტიტუცია აქვს, თავად დაწერა და როგორც უნდა, ისე ირგებს. მისი დამოკიდებულება კითხვებს ბადებს – ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და ევროპას მადლობა გადაუხადა, სტატუსი რომ არ მოგვეცითო. ამის შემდეგ რამდენჯერმე საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.