პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის ანტიდასავლური და რუსეთში გაგზავნილი სიგნალი: სალომე ზურაბიშვილმა „აიშვა“, მაგრამ ჩვენ იმპიჩმენტს დავაყენებთ, – აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ერთი არის ანტიდასავლური და რუსეთში გაგზავნილი სიგნალი, – „იცით რა, სალომე ზურაბიშვილმა კი „აიშვა“, მაგრამ ჩვენ იმპიჩმენტს დავაყენებთ“. თუკი იმპიჩმენტი ჩავარდება, პუტინთან ხელებს დაიბანენ, ხომ “დავაყენეთ საკითხი, მაგრამ ვერ ვქენით“. თუკი გავა, მაგარი ბიჭები იქნებიან და რუსეთთან მიმართებაში წელში გაიმართებიან.
მეორე ვერსია არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ახერხებს რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
