LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილმა უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, საოცრება იქნება

სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საოცრება იქნება, თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს.

„მგონია, ეს გამორიცხულია. თქვენ წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი თუ ამას გააკეთებს, საერთოდ საოცრება იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია” – მამუკა მდინარაძე

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“ – კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.