კროსოვერების სეგმენტი საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ მსგავსი მოდელები ხდებიან მწარმოებელთა უმრავლესობის მთავარი სიახლეები.
ამასთან, ნამდვილ „ყველგანმავლებზე“ მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო მოდელის პრემიერა შედგა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიახლეთა უმრავლესობა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის შექმნილი ბიუჯეტური მოდელებია.








