მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:46-დან 00:16 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გამარჯვების და წარმატების მმართველი პლანეტის – იუპიტერის რეტროგრადულობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში ძველ გეგმებსა და საქმეებს, შემოქმედებით და სამშენებლო, სავაჭრო და საფინანსო პროექტებს დაბრუნებას და გაანალიზებას, შეცდომების გამოსწორებას და ახლებურად განვითარებას გაიძულებთ.
აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს იმპულსურად მოქმედება, თავი შეიკავეთ რისკისა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ გადადების გარეშე გადაჭრათ საკამათო საკითხები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ძველი შეთანხმებების, მოლაპარაკებების გადახედვისა და კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და ზღვის პროდუქტით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.
