ბათუმში სერფინგის დროს 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრავმებით კლინიკაში მოათავსეს.
სამედიცინო დაწესებულების განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.
ცნობილია რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.
